ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,

მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. აეროპორტი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად მოინახულა.

,,მიმდინარეობს  ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავდა მის მშენებლობასა და სახურავის, ვერანდის მოწყობას. შემიძლია გითხრათ, რომ ვაგრძელებთ სარემონტო სამუშაობს, რომელიც იყო შეწყვეტილი კორონავირუსის გამო”. – აღნიშნა ‘საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’ დირექტორმა თამარ არჩუაძემ. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *