“ეს განცხადება არის პოლიტიკური

გარდა ამისა, ქუთაისის “მადლიერების სახლის” ბენეფიციარები საცხოვრებელ ადგილებზე იღებდნენ იმ პროდუქტებს, რაც “მადლიერების სახლის” სასადილოში მათთვის სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. იმ ბენეფიციარებისთვის(60-მდე ადამიანი), რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეეძლოთ სადილების შინ მომზადება, ყოველდღიურად სახლებში მიჰქონდათ ცხელი კერძები. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მერიის თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა გუნდის წევრები ეხმარებოდნენ მარტოხელა , ხანდაზმულ ადამიანებს , ამარაგებდნენ მათ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით,”-განაცხადა მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ფიქრია ხაჭაპურიძემ.

“ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ყველაზე ღატაკ ფენას არ ეხმარება”-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიაციის წევრმა ირაკლი კიკვაძემ განაცხადა. მან ბრიფინგი ქუთაისში, ყოფილ სამხატვრო სახლში გამართა, რომელსაც ადგილზე მცხოვრები სოციალურად დაუცველებიც შეუერთდნენ. ირაკლი კიკვაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ქუთაისში სულ 2467 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და მათგან დახმარების გარეშე 1900-მდე ადამიანი დარჩა. კიკვიძის განცხადებით, ამ მოქალაქეების დახმარებაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უარი თქვა და ახლა პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. “ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიიჩნევს, რომ მერია მოქალაქეებს კოვიდ 19-ის დროს გაუქმებული ღონისძიებებისას ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხით უნდა დაეხმაროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *