ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში ახალი

განყოფილება შეიქმნება. ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ფიქრია ხაჭაპურიძის თქმით, “ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილება” ბავშვებზე ზრუნვაზე, მათი პრობლემების მოგვარებასა და ბავშვთა საკითხების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. 

“ბავშვთა კოდექსი ყველა თვითმმართველობის ერთეულს ავალდებულებს მსგავსი განყოფილებების შექმნას. გამოცხადდება კონკურსი და მის საფუძველზე შეივსება 11 შტატი. აქ გაერთიანებული იქნებიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ინსპექტორი, იურისტი და სხვა. ისინი მომართვის საფუძველზე იმუშავებენ,”-ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *