Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის ფოტოებს აქვეყნებს. უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ KIU-ს მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაათვალიერა. 

ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ივანიშვილი ახალგაზრდებს არ შეხვდა, რადგან მათ მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხებდა.

"ივანიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი აღარ აქვს, არც პასუხები იმ კითხვებზე, რაც მრავლად დაგროვდა. უნივერსიტეტს კი აშენებს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ვერ შეხვდა:

რომ ჰკითხავენ, საქართველოში სად უნდა დასაქმდნენ ან ამ, ან სხვა უნივერსიტეტებში ნასწავლი ახალგაზრდები - პასუხი არ აქვს!

რატომ წაერთვა ქუთაისს, ისევე როგორც მთელ საქართველოს, განვითარების პერსპექტივა, პასუხი არ აქვს;

როგორ დააბრუნებს ქალაქიდან (ისევე როგორც ქვეყნიდან) წასულ ასობით დედას მარტო დატოვებულ ასობით შვილთან და რას შესთავაზებს მათ სამშობლოში დაბრუნებულებს, პასუხი არ აქვს.

საკუთარ ქვეყანაში, რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები - დასასრულის დასაწყისია ეს.

ფინალი იქნება ოქტომბერში!" -წერს ანა ნაცვლიშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი ფაზის დასრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალა ოფიციალურ "ფეისბუკ" გვერდზე განათავსა.

"KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ქმნის",-აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

















FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება
15:57 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. გამოცდების
15:19 / 13.07.2020
დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. გამოცდების
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება
სოციალური ქსელით გააკეთა.
12:09 / 13.07.2020
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 30 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 15 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,კოლეგიალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, ჩემი პირადი გადაწვეტილებით ვუერთდები ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების გუნდს“ " - ოთარ ლორთქიფანიძე
15:57 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
რატომ გვიანდება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა-რას ამბობენ "აიგრუპში"
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა
12:09 / 13.07.2020
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა.
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა
12:07 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.