სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ამის შესახებ

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

“რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს, ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას. აქ კონტროლი ძალიან ეფექტურია, მაგრამ ასე სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *