თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობის მოთხოვნას სოფლის მაჟორიტარმა უპასუხა.

მისი თქმით, წყალმომარაგების ქსელში ხარვეზებია, რომლის გამოსწორებისათვის სამუშაოები მიმდინარეობს. მაჟორიტარი ვერ აკონკრეტებს, რა ვადებში მიიღებს მოსახლეობა წყალს.

“ქსელის მოწყობის სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიწყო 2016 წელს და მეორე-მესამე ეტაპი 2017-2018 წლებში დასრულდა. ჩვენი სოფლები კვახჭირი და ოდილაური დაკავშირებული არიან მაგისტრალთან, რომლითაც სარგებლობს მესამე სოფელი. დღეს-დღეობით აღმოჩნდა, რომ სამივე სოფელს წყალი დებეტის გამო არ მიეწოდება. არის პრობლემა, რომ წყალი ნაწილთან მოდის და ნაწილთან არ მოდის. ხელისუფლება ჩართულია და ვცდილობთ, წყალი მივაწოდოთ ეტაპობრივად. განცალკევება სოფლების დაიწყო, რომ ჭოგნარს ჰქონდეს ცალკე, ოდილაურს ცალკე დღეებში და კვახჭირს ცალკე დღეებში. ეს არ არის 24 საათიან წყალზე გათვლილი. გათვლილია დღეგამოშვებით მოხმარებაზე. ამ ეტაპზე ქსელი დაზიანებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 2012 წელს ქსელი ხარვეზებით შეიქმნა და მისი გამოსწორება ამ დრომდე გვიწევს,”-განაცხადა სოფლისმაჟოროტარმა დეპუტატმა, მირზა აფრიდონიძემ.

რაც შეეხება მოსახლეობის დაშინებას, მაჟორიტარი ამბობს, რომ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ქონია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *