შემოსავლის გარეშე დარჩენილებისათვის სოციალური დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულებისათვის დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა. პრემიერის განმარტებით, პირებს, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რეგისტრაციის გავლა 1-ლ აგვისტომდე შეეძლებათ და საჭიროების შემთხვევაში, ვადა კვლავ გახანგრძლივდება.

"ჩვენ გვქონდა გარდა დარგობრივი დახმარებისა, სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური ან მათთვის, ვინც თვითდასაქმებულები იყვნენ და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა არის ამოწურული, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვინც ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა იქნება გახანგრძლივებული. თუ საჭირო იქნება, ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ,"-განმარტა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მსგავსი დახმარებები მიიღეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტია
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ