ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები

დასრულდა. ასევე დასრულებულია მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოებიც. ამის შესახებ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორმა, მანანა მარუაშვილმა განაცხადა.

დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერები რამდენჯერმე ჩაიშალა.

ბოლოს სამუშაოების შესრულება “ნიუ იბერიამ” ტენდერში გამარჯვების შემდეგ დაიწყო.

სამუშაოების ვადები არაერთხელ გახანგრძლივდა.

დგარის მოსაწყობად “ნიუ იბერიამ” ტენდერში 49 959 ლარად გაიმარჯვა.

დროშის დგარის სიმაღლე 46,5 მეტრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *