,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების

გამო ქვეყანა კარგავს როგროც ყოველდღიურ ეკონომიკურ სარგებელს, ასევე ინტენსიურ კავშირებს.”- ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია” საქართვფელოში საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებულ საკითხებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდა ეკონომიკური პრობლემებისა ფრენების შეზღუდვა წლების მანძლზე ჩამოყალიბებული ურთიერთობებისთვისაც დამაზიანებელია.

,,იმ ფონზე, როცა საქართველო შენგენის წევრ 5 ქვეყანასთან არსებულ შეზღუდვებს აუქმებს და ყველა მჭიდრო კავშირის მქონე პოლონეთს საზღვარს არ უხსნის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა რა არის ამის რეალური მიზეზი. კოვიდ 19 -ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით როგორც გერმანიის, ისე საფრანგეთის მონაცემები, კორონაინფიცირებულებისა და გარდაცვალების შემთხვევების მონაცემებით გაცილებით აღემატება პოლონეთის მონაცემებს. მინისტრ ცქიტიშვილის განცხადებით პოლონეთთან საზღვრის არ გახსნა უკრაინიდან მომდინარე საფრთხის გამო არ გადაწყდა. შესაბამისად იბადება შეკითხვა: ამ ქვეყნების ხელისუფლებები არ უფრთხილდებიან თავიანთ მოსახლეობას, თუ საქართველოს ხელისუფლებაში ეპიდმდგომარეობის კონტროლის რესურსი არ არსებობს. თუ პოლონეთი სარისკო ზონას განეკუთვნება, მაშინ შენგენის სივრცის 5 ქვეყნიდან ირიბი საფრთხე გარდაუვალია განსაკუთრებით ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, რომლებსაც პოლონეთთან უპირობოდ აქვთ გახსნილი საზღვარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნისთანავე პირველივე რეგულარული რეისი ვარშავასთან დაინიშნა, წლების მანძილზე კი ხუთამდე გაიზარადა პოლონეთის ქალაქების რაოდენობა, რომელთანაც ქუთაისს პირდაპირი საჰაერო კავშირი ჰქონდა, შესაბამისად აიხსნება პოლონელი ტურისტების მაღალი რიცხვი ვიზიტორების საერთო რაოდენობაში. მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების გამო ქვეყანა კარგავს როგროც ყოველდღიურ ეკონომიკურ სარგებელს, ასევე ინტენსიურ კავშირებს ,რაც წლების მანძლზე ჩამოყალიბებულ ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. პოლონეთი კი ამის ნათელი დადასტურება იქნება. პარლამენტის ვიცე-მარშალი მარია გოშიევსკა წუხილით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებას, როლის მიხედვითაც პოლონეთი ვერ მოხვდა სასურველი ქვეყნების ჩამონათვალში.”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *