ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა. განცხადების მიხედვით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. 

,,მე ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.

დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.

მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება."- წერს ნიკოლოზ თოფურიძე ოფიციალურ გვერდზე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტია
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ