რატომ გვიანდება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა-რას ამბობენ "აიგრუპში"
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პანდემიის გამო, საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია "ჩანგანისგან" ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში. გულედანი აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყებისათვის ჩინეთიდან ინჟინრები უნდა ჩამოსულიყვნენ, რაც შეჩერებული მიმოსვლის გამო ვერ მოხერხდა.

"გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე, ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები, ასევე, მივლინებით ჩინეთში საჭირო გადამზადებისთვის უნდა გაგვეგზავნა ადგილობრივი კადრები. ეს მოქმედებები 2020 წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, დღევანდელ დღემდე შეჩერებულია მიმოსვლა. იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენის მხრივ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები," - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

პროექტის მიხედვით, ინდუსტრიული ჯგუფი "აიგრუპი" ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი ელექტრომობილების ქარხანაა და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება
დაიწყო.
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
ჟურნალისტებთან აგვისტოს
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების
საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას
პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების
12:14 / 06.08.2020
პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 21 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 20 - 29 °C
img
მესტია 9 - 17 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას