პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ სიგარეტზე

ფასის ზრდა გააპროტესტა. წულაიამ მორიგი პერფორმანსი ქუთაისის პარლამენტის შენობასთან გამართა, სადაც პროტესტის ნიშნად უაქციზო სიგარეტი მიიტანა და მოწია. წულაია ამბობს, რომ ხელისუფლების იმ დაპირების ნაცვლად, რომ ფასის ზრდით მწეველთა რაოდენობა შემცირდებოდა, პირიქით მოხდა და ადამიანებმა კოტრაბანდული და უხარისხო სიგარეტის მოხმარება გაზარდეს. მისივე განმარტებით, ბიუჯეტში შენატანი არ გაზრდილა, ხოლო კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობამ ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

“თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოში თუთუნის მოყვანა და სიგარეტის წარმოება აღადგინოთ, რითაც სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება.

“ფასის ზრდის გამო სიგარეტს თავი არავინ დაანება, პირიქით დაიწყეს უფრო უხარისხო სიგარეტის ყიდვა, თუთუნის მოწევა და ამით უფრო გაიუარესეს ჯანმრთელობა. ხელისუფლების თქმით, ეს ხდება იმისათვის, რომ ბიუჯეტში გაზრდილიყო შენატანები, არადა მოხდა პირიქით და გაიზარდა კონტრაბანდა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა. კლანებს შორის ბრძოლის დროს დაჭერილია ათეულობით ადამიანი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით უგუნურ ქმედებებს. ჩვენ ყველას გვახსოვს, ლაგოდეხში მოგვყავდა თუთუნი, ზემო აჭარაში, სამეგრელოში. არსებობდა სიგარეტის ქარხანა თბილისში, ბათუმში, სოხუმში. ააღორძინეთ ეს დარგი, დაასაქმეთ სოფელში მცხოვრები ათასობით ადამიანი. ეს ადამიანების შემოსავალი იყო და ახლა მონებად ემიგრაციაში არიან წასულები. ააღორძინეთ ეს დარგი და აამუშავეთ ქარხნები,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *