2020 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი

ბიუჯეტით 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც ქალაქის, ასევე სოფლებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ქალაქის N 1; ქალაქის N 8; ქალაქის N 5; ქალაქის N 2; ქალაქის N 3; ქალაქის N 6; მეორე სვირის N 11; პირველი სვირის N 16; მარტოთუბნის N 30; დილიკაურის N 31; საზანოს N 38; საზანოს N 39; შოროპნის N 40; ილმის N 23 ბაღებს.

ბაღების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *