მუნიციპალური განვითარების ფონდს ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობისათვის

40 000 კვ.მ ტერიტორია გადაეცა. საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. 

როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი მირზა მამასახლისი აცხადებს, ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება. მისივე განმარტებით, მშენებლობაზე 8 500 000 ლარი დაიხარჯება.

“საცურაო აუზი შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან და ასევე დააკმაყოფილებს ოლიმპიურ სტანდარტებს. აუზი მოეწყობა შერვაშიძის ქუჩაზე, ადგილი მოიცავს ყოფილი პარლამენტის შენობისა და იუსტიციის სახლს შორის მიმდებარე ტერიტორიას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური და უპრეცენდენტო სახის პროექტი. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 8 500 000 ლარს შეადგენს. ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება და სამუშაოები 3 წელში დასრულდება,”-განაცხადა მირზა მამასახლისმა.

საცურაო აუზი მუნიციპალური განვითარების განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობით უნდა მოეწყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *