“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის

კანდიდატად ზაზა ლომინაძე დაასახელა. “ოცნებამ” კანდიდატები კოჯორში წარადგინა.

“ზაზა ლომინაძე არის წარმატებული ექიმი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდერის კავალერი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. ქუთაისში მის მიერ დაფუძნებულმა კლინიკამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

კოჯორში გამართულ წარდგენას ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია, კახი კალაძე და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *