ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იმერეთის გუბერნატორს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ადგილობრივ

მმართველობაზე, მომავალ არჩევნებსა და მისთვის მზადებაზე, ეკონომიკის განვითარებასა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას კელი დეგნანმა კომენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მომავალ არჩევნებზე გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მასში ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

“მოხარული ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. ასევე, განხორციელდა საარჩევნო რეფორმა და კანონმდებლობა იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდათ, ეს მაინც იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყოს დეტალურად აღსრულებული იმისათვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად, დაშინებისა და სხვა დაბრკოლების გარეშე, მივიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა და ჰქონდეს ნდობა იმ შედეგების მიმართ, რაც დადგება,”-განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა ყურადღება ამომრჩეველთა ინფორმირებულობასა და არჩევნების პროცესში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციების დავაზეც გაამახვილა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *