ქუთაისში იმერეთის საფეხბურთო აკადემია

დაარსდება. რამდენიმე საფეხბურთო მოედანი და საცხოვრებელი კორპუსი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ქუთაისის მერიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს ტერიტორია გადასცა, რომელსაც სააგენტო ფეხბურთის ფედერაციას გადასცემს. ადგილზე 2021 წლის ბოლომდე 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

“აღნიშნული თანხით მოხდება სპორტული მოედნების მშენებლობა. საუბარია, 3 ან 4 სპორტული მოედნის მშენებლობაზე. აშენდება საცხოვრებელი კორპუსი. მოეწყობა სარბენი ბილიკები, ტრიბუნები,”-განაცხადა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, მირზა მამასახლისმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *