ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტერთან მორიგი პერფორმანსი გამართა. წულაიამ უნივერსიტეტთან ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისიდან ყველა უწყება წაიღო და ქუთაისი მხოლოდ მშენებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა. წულაიას თქმით, ის ბოქლომსა და ჯაჭვს ივანიშვილს გაუგზავნის, რათა ქუთაისი საბოლოოდ დაკეტოს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის თქმით, "ოცნება" უნივერსიტეტს პარლამენტის საპირწონედ აშენებდა, თუმცა, ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულებული არ არის და არც დაპირებული ჭაობი დააშრეს, რომელიც ახლა მწერების ბუდედაა ქცეული.

"უნივერსიტეტი თავდაპირველად 60 000 სტუდენტიანი უნდა ყოფილიყო, შემდეგ გახადეს 3 000 სტუდენტიანი. ქუთაისში იყო სემეკი, კონტროლის პალატა, აუდიტის სამსახური, საგზაო დეპარტამენტი, პარლამენტი, აეროპორტი-ამ ყველაფერს მოკიდეს ხელი და წაიღეს თბილისში. ქუთაისში იყო პარლამენტი, თურმე, რომლის საპირწონედაც უნივერსიტეტი შენდებოდა. ქუთაისი დატოვეს ამ უნივერსიტეტის იმედად, რომელიც არავინ იცის როდის დასრულდება. აქ მაქვს ბოქლომი და ჯაჭვი და მოვუწოდებ ივანიშვილს, დაადოს ქალაქს და დაისვენებს მოსახლეობაც და ივანიშვილიც, რადგან მან ქალაქს განვითარების სხვა გზა არ დაუტოვა,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:03 / 28.09.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 29 °C
img
ფოთი 21 - 28 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.