ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ქუთაისის მაჟორიტარობისათვის ოთარ კახიძე იბრძოლებს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი. ივანიშვილის მმართველობის ფონზე, ქვეყანა რომ უკან წავიდა ეს ქუთაისსაც შეეხო. შეეხო იმით, რომ დღემდე დაუსრულებელია ავტობანი, საპარლამენტო ქალაქის ფუნქცია წაართვეს. შეეხო იმით, რომ აეროპორტის განვითარების ნაცვლად "ვიზ ეარი" გავიდა. ზოგადად დაამუხრუჭეს ამ ქალაქის განვითარება. ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე არის არა მხოლოდ ივანიშვილის შეცვლა, არამედ, აუცილებელია ამ მავნებელი, არაკომპეტენტური ხელისუფლების გაშვება,"-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში პარტიამ გიგი წერეთელი წარადგინა. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ კანდიდატად სერგო რატიანი დასახელდა. რაც შეეხება წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქს, აქ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძეა.

მაჟორიტარობის კანდიდატების სია დანარჩენი საარჩევნო ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ზუგდიდი - გიგი უგულავა; ფოთი, ხონი, სენაკი - გიგა ბოკერია; ​თბილისი, ვაკე - ელენე ხოშტარია; თბილისი, მთაწმინდა, კრწანისი - შალვა შავგულიძე; აჭარა, ხელვაჩაური, ქედი შუახევი - ტარიელ ნაკაიძე; რუსთავი და გარდაბანი - ირმა ნადირაშვილი; კახეთი - თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ზურაბ ჭიაბერაშვილი; ​კახეთი - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი - გიორგი ღვინიაშვილი; ოზურგეთი, ლანჩხუთი, ​ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი; მარნეული, გარდაბანი - ახმედ იმამკულიევი; ​ახალქალაქი, ნინოწმინდა -არსენ კარაპეტიანი; წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა - ლელა ქებურია.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:03 / 28.09.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 29 °C
img
ფოთი 21 - 28 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.