პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების

მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება. მისი თქმით, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მოქალაქეები გადასახადისაგან ზამთრის 4 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან.

“იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში, ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო, 200 კვ. სთ და 200 მ3 ბუნებრივი აირის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამულად ასეთ დახმარებაზე თქვან უარი,”-განაცხადა 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *