საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას

მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის დროს მსგავსი დახმარება სასწავლო პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია.

“ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს ბავშვებს 17-წლამადე სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე,”-განახცადა გიორგი გახარიამ. 

გახარიას თქმით, შეღავათები დაწესდება საქართველოს 33 000-ზე მეტი სტუდენტისთვის.

“ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, მიიღებს სახელწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის 2020-2021 სასწავლო წლის სრულ ანაზღაურებას. ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე ერთი წლის 2020-2021 წლის სწავლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *