ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს

ომიდან 12 წლის შემდეგ არსებული ვითარება შეაფასა. წულუკიანის თქმით, აგვისტოს ომის შედეგებს საქართველო კვლავ იმკის, ხოლო მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

“აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის. ჩვენი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. პირველ რიგში, ეს ის დღეებია, როდესაც ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დაკარგეს სიცოცხლე. ვუსამძიმრებთ მათს ოჯახებს და ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არასდროს არ იქნებიან დავიწყებულები. საქართველო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მეთოდებით, ხოლო მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოს შევძინოთ სასამართლებრივი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლო დავის ფარგლებში, რომელიც დაადგენს რეალობას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, ქართველების ეთნიკური წმენდა და უფლებების დარღვევა, რომელზეც მერამდენე წელია ვჩივით სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას ძალიან მალე გამოაქვეყნებს,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *