“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქუთაისის ხმა და საჭიროებები გაჟღერებული იყოს პარლამენტში'' - იოსებ კენჭაძე
"ქუთაისი უნდა გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. ჩემი არჩევის შემთხვევაში ვპირდები ქალაქის მოსახლეობას, რომ პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში'',- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ კენჭაძემ განაცხდა. იოსებ კენჭაძე მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს წარადგინეს.

,,ჩემი მიზანია, ქუთაისს ჰყავდეს რეალური წარმომადგენელი პარლამენტში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის ხმა იყოს გაჟღერებული პარლამენტში. მაჟორიტარად ჩემი არჩევის შეთხვევაში აქტიურად ვიმუშავებ მსხვილი ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას. მსხვილი ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ქალაქში, როგორც ეს მოხდა 2003 წელს თბილისსა და შემდეგ ბათუმში. ამ ქალაქებმა თავიანთი ნიშა იპოვეს და ქუთაისიც იპოვის მას შემდეგ, რაც მოვიძიებთ ინვესტიციებს. ეს ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული რესურსების ჩვენს ქალაქში გადმოსროლას. ქუთაისი გახდება რეალურად თვითმმართველი ქალაქი და მივაღწევთ დეცენტრალიზაციას.  ვპირდები ქუთაისის მოსახლეობას, რომ ქალაქს დაუბრუნდება საპარლამეტო დედაქალაქის სტატუსი და პარლამენტის შენობა დაიბრუნებს თავდაპირველ ფუნქციაას'' - ამბობს იოსებ კენჭაძე.

იოსებ კენჭაძე ქუთაისის მცხოვრებია. მან განათლება ევროპაში მიიღო. მაჟორიტარობის კანდიდატი წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა.

გარდა იოსებ კენჭაძისა, პარტიამ ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულისა და ზესტაფონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატიც წარადგინა. თვითმმართველ ერთეულში მაჟორიტარობისთვის. დავით გიორგაძე იბრძოლებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:03 / 28.09.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 29 °C
img
ფოთი 21 - 28 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.