ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა “იმუშავე საქართველოდან” პრემიერმა

გიორგი გახარიამ შეაფასა. მისი თქმით, უკვე მიღებულია 200-ზე მეტი განაცხადი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, სინგაპურიდან და ა.შ. გახარიას განცხადებით, პროგრამის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

“იმუშავე საქართველოდან – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ინიციატივას ბევრი ჩვენგანი რატომღაც სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ 95 ქვეყნის მოქალაქეებს შევთავაზეთ, მინიმუმ 180 დღით, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ შრომა. ვავალებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიეროს სარგებელი, რომელიც, მან, შესაძლოა, ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც მწვანე და კორონავირუსისგან სუფთა ქვეყანას მოუტანოს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *