საარჩევნო სააგიტაციო ბეჭდვითი მასალების ხე-ნარგავებსა და გარე განათების ბოძებზე განთავსება აიკრძალა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სარჩევნო ბანერებისა და პლაკატების გასაკრავად აკრძალულ ადგილებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შენობა-ნაგებობები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობა-ნაგებობაც ემატება.

ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მედიას ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი გიორგაძემ მიაწოდა. მისი თქმით, 2017 წლის დადგენილების მიხედვით, გამოყოფილი იყო ადგილები, სადაც აკრძალულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.

„ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ ამ დადგენილებაში და ახალი შენობა-ნაგებობები დავამატეთ აკრძალულ ადგილებს. დადგენილებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ ადგილების სია, სადაც შესაძლებელია საარჩევნო ბანერების განთავსება. ამ ადგილებიდან ორი დროთა განმავლობაში დაზიანდა, ამიტომ ორი დავამატეთ. ესენია: ახალგაზრდობის გამზირზე საავადმყოფოდან გამზირის მიმართულებით არსებული კედელი და მე-12 სკოლიდან სადგურის მოედნისკენ არსებული კედელი“-ამბობს ირაკლი გიორგაძე. მისი თქმით, 2017 წლის დადგენილებით, კედელზე მაქსიმუმ 4 ბანერის განთავსება იყო შესაძლებელი, დამატებული ადგილებით კი რაოდენობა უკვე აღარ არის შეზღუდული.

ირაკლი გიორგაძის თქმით, აკრძალულ ადგილებში ბანერების განთავსება სანქციებს ითვალისწინებს. კანონის დაცვას მონიტორინგს მერიის ზედამხედველობის სამსახური გაუწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *