,,რუსული ბორში პრორუსებისთვის” –

ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსით სამოქალაქო აქტივისტმა, აკაკი საღინაძემ ქუთაისში, პარტიოტთა ალიანსის ” ჩამოსვლა გააპროტესტა. აკაკი საღინაძემ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მაკდონალდსის წინ, ბორში მიიტანა და აღნიშნა, რომ რუსული ბორშით რუსული იდეოლოგიის გამტარებლებს გაუმასპინძლდება. ის ამბობს, რომ ,,პატრიოტთა ალიანსი” რუსულ ფულზე გაყიდული პარტიაა და მას საზოგადოებაში მხარდამჭერები არ უნდა ჰყავდეს.

,,ეს პარტია ასოცირდება რუსულ ბორშთან. ყველა პრორუსს ვთავაზობ ეს ბორში გასინჯოს. ,,პატრიოტთა ალიანსი” ,,ქართული ოცნების” სატელიტი პარტიაა, იგი რუსულ იდეოლოგიას ავრცელებს და ებრძვის ევროპულ ღირებულებებს, ატარებს ღია მტრულ ინტერესებს და ქადაგებს ძალადობას. ეს ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. მე, როგორც მოქალაქეს , მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი და ამ ფორმით ვაპროტესტებ დღეს ქალაქში  ,,პატრიოტთა ალიანსის” ჩამოსვლას და მაჟორიტარების წარდგენას”-ამბობს აკაკი საღინაძე. 

,,პატრიოტთა ალიანსი” მაჟორიტართა სიას ქუთაისში 18:00 საათისთვის წარადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *