,,სირცხვილია რუსეთის მხარეს დგომა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია'' -სამოქალაქო აქტივისტები
,, არა რუსულ ოცნებას'', ,, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა'',
,,ჩვენ გვახსოვს 08.08 '' - ასე გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში, პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის'' ჩამოსვლას და მაჟორიტარების წარდგენას. პარტიის მხარდამჭერთა შეკრების პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა კონტრაქცია გამართეს და ,,პატრიოტთა ალიანსს'' ხელისუფლებისგან მართული ძალა უწოდეს.

,, ეს ხალხი არის ცუდი ოცნება, წარმოგიდგენიათ ,,ქართულ ოცნებაზე'' უარესი რა უნდა იყოს? ცდილობენ დაგვაბრუნონ რუსეთის კლანჭებში, უნდათ, რომ საქართველოს ერთიანობას ძირი გამოუთხარონ, რასაც ჩვენ, ახალგაზრდები არ დავუშვებთ. გვსურს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო,'' - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, დათო კაკაურიძე.

,, პატრიოტთა ალიანსი არის მეხუთე კოლონა. პარტია რუსულ ზრახვებს ატარებს და ცდილობს ევროპული ღირებულებები გააუფასუროს. ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას, ეს აშკარა იდეოლოგიური ბრძოლაა.  სირცხვილია რუსეთის მხარეს დგომა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ცოტა ხნის წინ ხურვალეთში საზღვარი ისევ გადმოსწიეს,'' - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი გველესიანმა.

,,პატრიოტთა ალიანსმა'' მაჟორიტარების წარდგენის ცერემონია გამართა. ქუთაისში მაჟორიტარობისთვის ექიმი ნონა ასათიანი იბრძოლებს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:03 / 28.09.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 29 °C
img
ფოთი 21 - 28 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.