,,სირცხვილია რუსეთის მხარეს დგომა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია'' -სამოქალაქო აქტივისტები
,, არა რუსულ ოცნებას'', ,, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა'',
,,ჩვენ გვახსოვს 08.08 '' - ასე გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში, პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის'' ჩამოსვლას და მაჟორიტარების წარდგენას. პარტიის მხარდამჭერთა შეკრების პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა კონტრაქცია გამართეს და ,,პატრიოტთა ალიანსს'' ხელისუფლებისგან მართული ძალა უწოდეს.

,, ეს ხალხი არის ცუდი ოცნება, წარმოგიდგენიათ ,,ქართულ ოცნებაზე'' უარესი რა უნდა იყოს? ცდილობენ დაგვაბრუნონ რუსეთის კლანჭებში, უნდათ, რომ საქართველოს ერთიანობას ძირი გამოუთხარონ, რასაც ჩვენ, ახალგაზრდები არ დავუშვებთ. გვსურს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო,'' - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, დათო კაკაურიძე.

,, პატრიოტთა ალიანსი არის მეხუთე კოლონა. პარტია რუსულ ზრახვებს ატარებს და ცდილობს ევროპული ღირებულებები გააუფასუროს. ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას, ეს აშკარა იდეოლოგიური ბრძოლაა.  სირცხვილია რუსეთის მხარეს დგომა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ცოტა ხნის წინ ხურვალეთში საზღვარი ისევ გადმოსწიეს,'' - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი გველესიანმა.

,,პატრიოტთა ალიანსმა'' მაჟორიტარების წარდგენის ცერემონია გამართა. ქუთაისში მაჟორიტარობისთვის ექიმი ნონა ასათიანი იბრძოლებს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:46 / 01.10.2020
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია
ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ
12:14 / 01.10.2020
ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა. საუბნო და
საოლქო
10:28 / 01.10.2020
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა. საუბნო და საოლქო
,, ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა
შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს'' ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში
ადანაშაულებს.
14:18 / 29.09.2020
,, ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს'' ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში ადანაშაულებს.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 18 °C
img
ქუთაისი 18 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img
სოხუმი 17 - 26 °C
img
ფოთი 18 - 27 °C
img
თელავი 12 - 19 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 10 - 23 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში გამართა
12:46 / 01.10.2020
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია
"პარკინგ სერვისს" მერიამ 1 700 000-ლარიანი დავალიანება 9 წელზე გადაუნაწილა
12:14 / 01.10.2020
ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ
ქუთაისში საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი არ მოაწერეს
10:28 / 01.10.2020
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა. საუბნო და საოლქო