,, არა რუსულ ოცნებას”, ,, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა”,

,,ჩვენ გვახსოვს 08.08 ” – ასე გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში, პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის” ჩამოსვლას და მაჟორიტარების წარდგენას. პარტიის მხარდამჭერთა შეკრების პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა კონტრაქცია გამართეს და ,,პატრიოტთა ალიანსს” ხელისუფლებისგან მართული ძალა უწოდეს.

,, ეს ხალხი არის ცუდი ოცნება, წარმოგიდგენიათ ,,ქართულ ოცნებაზე” უარესი რა უნდა იყოს? ცდილობენ დაგვაბრუნონ რუსეთის კლანჭებში, უნდათ, რომ საქართველოს ერთიანობას ძირი გამოუთხარონ, რასაც ჩვენ, ახალგაზრდები არ დავუშვებთ. გვსურს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო,” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, დათო კაკაურიძე.

,, პატრიოტთა ალიანსი არის მეხუთე კოლონა. პარტია რუსულ ზრახვებს ატარებს და ცდილობს ევროპული ღირებულებები გააუფასუროს. ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას, ეს აშკარა იდეოლოგიური ბრძოლაა.  სირცხვილია რუსეთის მხარეს დგომა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ცოტა ხნის წინ ხურვალეთში საზღვარი ისევ გადმოსწიეს,” – აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი გველესიანმა.

,,პატრიოტთა ალიანსმა” მაჟორიტარების წარდგენის ცერემონია გამართა. ქუთაისში მაჟორიტარობისთვის ექიმი ნონა ასათიანი იბრძოლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *