საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის საარჩევნო

უბნების გახსნა 40 ქვეყანაში იგეგმება. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც” – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საერთო – საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2018 წელს, საზღვარგარეთ 55 უბანი გაიხსნა 39 ქვეყანაში. მაშინ, საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში – 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში – 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *