,,ქუთაისის მერიაში აღვირახსნილი კორუფციაა, სოციალური

საცხოვრისის მშენებლობისთვის კომპანიას 2 მილიონით მეტი გადაუხადეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დასჯილა”,- ამის შესახებ პარტია ,,ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. ოთარ კახიძის თქმით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც კორუფციულ სქემაში იყო ჩართული.

,, ქუთაისის მერიაში რომ კორუფციაა, ამის ნათელი მაგალითი 2019 წლის აუდიტის სამსახურის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ქუთაისს 2 მილიონი მოპარეს. მერიამ 2 მილიონ-ნახევრიანი ტენდერი გამოაცხადა და კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობები დააწესა. შემდეგ კონკურსის გარეშე ამ კომპანიას 1 800 000 გამოუყო. 2 მილიონით მეტი აქვთ გადახდილი, აუდიტის დასკვნა გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი. 2019 წელს გადააგზავნეს დასკვნა და ამ ერთი წლის განმავლობაში პასუხისგებაში არავინ მიუციათ, თან სოციალური საცხოვრისიც უვარგისია,” – ამბობს ოთარ კახიძე.

ნიკეაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი 2016-2017 წლებში აშენდა. სამუშაოები შპს ,,სანომ” შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *