,, გააჩერეთ საათები, ისინი მე წუთებს მითვლიან’’

– ამ სახელწოდების აქციით ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტებმა” ქალაქში არსებული საათების უფუნქციობა გააპროტესტეს.
როგორც ახალგაზრდა ,,ლეიბორისტების’’ ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე ამბობს, ქუთაისის მასშტაბით განთავსებული საათები წყობიდანაა გამოსული, დაზიანებულია და არ მუშაობს. გაგი ახალაძის თქმით, ტურისტული დატვირთვის მქონე ადგილებზე არსებული გაჩერებული საათები ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება.

 

,,თქვენ ხედავთ გაჩერებულ საათს მაკდონალდსის წინ, ეს ის ადგილია, რომელსაც დიდი კულტურული დატვირთვა აქვს და უხერხულია, რომ საათი გაჩერებულია. ამ ადგილის გარდა, საათი გაჩერებულია რუსთაველის გამზირზე და ქარვასლასთანაც. სწორედ ამიტომ ვუწოდეთ აქციას ,, გააჩერეთ საათები, ისინი მე წუთებს მითვლიან’’, ქართული ფილმიდან აღებული ეს ფრაზა მერიის სლოგანადაც შეიძლება იქცეს. მათი წუთები დათვლილია და ურჩევნიათ საათი გაჩერდეს, ებღაუჭებიან სკამებს. მივმართავთ ქუთაისის მერიას -საათი მაინც გაასწორეთ. ელემენტარულს ვითხოვთ, ‘’-ამბობს გაგი ახალაძე.

აქცია კამპანიის ,,შეარცხვინე’’ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქუთაისის მასშტაბით დაბინძურებული, მოუწესრიგებელი ადგილების აღმოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *