“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საპარლამენტო

და ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსის დასაბრუნებლად პარლამენტს მიმართავს. რომან გოცირიძის თქმით, ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას.

“ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა დამართეს ამ ქალაქს. პარლამენტის უნიკალურ შენობას, რომელიც ფაქტობრივად ჩამონგრევის პირასაა. დღეს ეს ტერიტორია გადაქცეულია ბუჩქნარად. ასეთი თავნებობა რომელიმე პარტიის მხრიდან რომ არ განმეორდეს, ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლობის ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას,”-განაცხადა ენმ-ის ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კანონპროექტი ძალაში შევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *