პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს

გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა. მისი თანაგუნდელის, ვეფხია მიქაუტაძის განცხადებით, სტენტირების ოპერაცია 5-6 საათის განმავლობაში თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ახლა წულაია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“გოგი წულაია თავს კარგად გრძნობს. კლინიკაში კიდევ დაახლოებით 10 დღე დარჩება. პოლიტიკურ ასპარეზზე მალე დაბრუნდება და ის ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდება,”-განაცხადა მისმა თანაგუნდელმა.

გოგი წულაია საავდმყოფოში გულის შეტევით 16 სექტემბერს შეიყვანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *