,,მერია ჩვენს აქტივისტებს დაჯარიმებით ემუქრება''-ანდრო ლოსაბერიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის"" ქუთაისის მერობის

კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ არათანაბარ პირობებზე საუბრობს.

როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მათ აქტივისტებს ერთ საბანერე ადგილზე 4-ზე მეტი პლაკატის გაკვრის შემთხვევაში მერიის ზედამხედველობის სამსახური დაჯარიმებით ემუქრება, ამის მიზეზად სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ დაწესებულ შეზრუდვებს ასახელებს, მაშინ როცა მმართველი პარტიის აქტივისტებზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. ანდრო ლოსაბერიძე მანდარიას ქუჩაზე ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' აქტივისტებთან ერთად მივიდა და იმ კედელზე მიუთითა, სადაც ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების სააგიტაციო მასალებია გამოკრული.

,,დავითვალეთ და ამ ადგილზე სულ 244 პლაკატია გაკრული. პარტიები არატანაბარ პირობებში ვიმყოფებით. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ამაზე გვიწევს საუბარი. არასამართლიანია ასევე ის, რომ ქალაქში, სადაც 150 ათასი ამომრჩეველია, მხოლოდ 10 საბანერე ადგილია და ერთ პოლიტიკურ სუბიექტს მხოლოდ 4 პლაკატის გაკვრის უფლება გვაძლევენ, ანუ ჯამში 40 პლაკატის. 40 პლაკატით როგორ უნდა აწარმოო საარჩევნო კამპანია?-ამბობს ანდრო ლოსაბერიძე.

საარჩევნო სააგიტაციო ბეჭდვითი მასალების განთავსების შესახებ არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, 2017 წლის დადგენილებაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რეგულაციები 9 სექტემბერს შეიტანა. როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ირაკლი გორგოძე განმარტავდა, 2017 წლის დადგენილებით კედელზე მაქსიმუმ 4 ბანერის გაკვრა იყო შესაძლებელი, ახალი რეგულაციების მიხედვით კი რაოდენობა შეზღუდული აღარ იქნებოდა.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
13:04 / 27.10.2020
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

13:36 / 23.10.2020
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 10 - 22 °C
img
ქუთაისი 17 - 29 °C
img
ბათუმი 17 - 25 °C
img
სოხუმი 15 - 27 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 9 - 22 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 7 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.