ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

ქუთაისის მერობისთვის ირაკლი კიკვაძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს თვითმმართველობის ფუნდამენტურ რეფორმას, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ გარემოსა და მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას ჰპირდება. როგორც ირაკლი კიკვაძე ამბობს, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებმა გაითვალისწინონ, რომ შუალედურ არჩევნებში კანდიდატებს მხოლოდ ერთი წლის ვადით ირჩევენ, რათა არარეალური დაპირებებით ამომრჩეველი არ მოატყუონ.

,, ჩვენ საზოგადოებას ნამდვილად რეალურ და განხორციელებად გეგმებს ვთავაზობთ. ჩვენი მიზანი ქუთაისში გაორმაგებული სოციალური და გასამმაგებული საგანმანათლებლო პროგრებია. ქალაქში შემოვა მუნიციპალური ტრანსპორტი და სტუდენტები და მოსწავლეები მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. მოხდება ქვეყნის დეცენტრალიზება, ადგილობრივი ქონება გადმოეცემა ქუთაისს, ინვესტორებთან მოლაპარაკებები ადგილობრივ დონეზე დაიწყება. ასევე ქუთაისელების გადასახადების დიდი ნაწილი შემოვა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენ ასევე დავიწყებთ საჯარო სამსახურში ხელოვნურად გაბერილი შტატების შემცირებას, მხოლოდ იმ ხალხს დავტოვებთ, ვინც რეალურად საჭიროა და დაზოგილი თანხები სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება, ეს არის გზა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, დამოუკიდებელ, განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქში'' - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ირაკლი კიკვაძე,, ლეიბორისტული პარტიის'' წევრია. განათლებით ის სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტია. 2015-დან 2018 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

ირაკლი კიკვაძე მერობის კანდიდატად 2014 წელსაც წარადგინეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან კენჭი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად იყარა.

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
13:04 / 27.10.2020
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

13:36 / 23.10.2020
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 10 - 22 °C
img
ქუთაისი 17 - 29 °C
img
ბათუმი 17 - 25 °C
img
სოხუმი 15 - 27 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 9 - 22 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 7 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.