ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა. საუბნო და საოლქო

საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი არ მოაწერეს. მათი თქმით, უხერხულია, ხელი მოაწერო კოდექსს, რომელსაც თავად საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი წევრები არ იცავენ და სადაც გათვალისწინებული არ არის ეუთო/ოდირის დასკვნები.

“ცესკომ არ გაითვალისწინა ეუთო/ოდირის დასკვნა და რეკომენდაციები. ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოვაწყვეთ აქცია სასტვენებით და გვინდა, მათ გავაგონოთ ხმა, რომ რეკომენდაციებისა და ხალხის აზრის არ გათვალისწინება არის დიდი დანაშაული,”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *