ქუთაისში “ლელოს” საარჩევნო შტაბის წევრს თავს

დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა ნაცვლიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმა რუსთაველის ქუჩაზე პოლიტიკური ნიშნით მოხდა. პარტიის წარმომადგენელს თვალში კასტეტი ჩაარტყეს. მას ასევე დაზიანებული აქვს ხელი.

“სახელით და გვარით მიმართეს და მის “ლელოში” საქმიანობაზე მოუთითეს. თავდასხმა მოხდა დავალებით. მოვითხოვ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან ფაქტის შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება აღქმული, რომ ეს იყო მათი დავალებით გაკეთებული საქმე,”-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი იმფორმაციით, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს და ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *