,,მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისების ხელშეკრულებაში ბევრი საეჭვო გარემოებაა''-ირაკლი კიკვაძე

,, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისებასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაში ბევრი ბუნდოვანი გარემოებაა,''

- ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა. როგორც მერობის კანდიდატი განმარტავს, აღნიშნული ობიექტი მერიამ 20 წლის ვადით კერძო პირზე გაასხვისა, მაგრამ ხელშეკრულებაში არსად წერია როდის უნდა დაიწყოს ობიექტის მოწესრიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი შეიძლება რამდენიმე წელი იყოს მოუწესრიგებელი.

 

,, მეათე წელს რომ დაიწყოს კერძო პირმა ობიექტის რეკონსტრუქცია, ხელშეკრულება ისეა დადებული, რომ ვერავინ შეედავება. მიწისქვეშა გადასასვლელი 22 ივნისს გასხვისდა და დღემდე ის მდგომარეობაა, რაც წლების წინ. ეს აჩენს ეჭვს, რომ ობიექტის გასხვისებით მერიამ მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ამ გადასასვლელს უსაფრთხოების ფუნქცია აქვს და ამდენი წელი მოუწესრიგებელი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, სირცხვილია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების სახით პირდაპირი მნიშვნელობით საპირფარეშოს ვიღებთ,'' -აღნიშნა ირაკლი კიკვაძემ.

ქუთაისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მცხოვრებლებს მიწისქვეშა ობიექტების მოწესრიგებას და ქალაქის ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხის გადახედვას ჰპირდება.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ  ირაკლი კიკვაძის ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
13:04 / 27.10.2020
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

13:36 / 23.10.2020
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.