16 ოქტომბრიდან იმერეთში რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება
16 ოქტომბრიდან იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ 22:00 საათიდან აღნიშნული ტიპის დაწესებულების მუშაობა შეზღუდული იქნება, რაც ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს.

"ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი. სწრაფ წერტილოვან შეზღუდვებს უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კლინიკა
11:59 / 28.10.2020
კლინიკა "ლჯ და კომპანიაში" კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
13:04 / 27.10.2020
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 16 - 26 °C
img
ფოთი 19 - 26 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 4 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 6 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები