16 ოქტომბრიდან იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი

დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ 22:00 საათიდან აღნიშნული ტიპის დაწესებულების მუშაობა შეზღუდული იქნება, რაც ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს.

“ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი. სწრაფ წერტილოვან შეზღუდვებს უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *