ტელეკომპანია ,,რიონის’’ სამ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ,,რიონის ეთერში დროებით ტელე-გადაცემები შეჩერდა.

ამჟამად ეთერში მხოლოდ რეკლამა, მხატვრული ფილმები და საკონცერტო ჩანაწერები გადის.

,,ეთერი დინსტანციურად იმართება. მაქსიმუმ ერთი-ორი თანამშრომელი იყოს ადგილზე, დანარჩენები თვითიზოლაციაში და კარანტინის რეჟიმში იმყოფებიან’’-ამბობს ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტი, თორნიკე ღვინიანიძე.

კორონა ვირუსი თავიდან ტელეკომპანიის დირექტორს, თამარ ღვინიანიძეს დაუდასტურდა. თანამშრომლების თქმით, ინფიცირებულს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა და თავს ცუდად გრძნობდა.

ტელეკომპანია რიონის ორმოცამდე თანამშრომელი ამ დროისთვის კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხს ელოდება. რაც შეეხება დაინფიცირებულებს, ისინი მკურნალობის კურსს გადიან.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *