,,29-ე საბავშვო ბაღის შენობა მიტოვებულია და აღსაზრდელები სწავლას კერძო სახლში განაგრძობენ''-ანდრო ლოსაბერიძე

სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძენ ოცდამეცხრე საბავშვო ბაღის შენობასთან ბრიფინგი გამართა.



,,აღნიშნული საბავშვო ბაღი 4 წელია კერძო სახლში განთავსდა ქირით და ბიუჯეტიდან ქირას 3000 ლარს იხდის ყოველთვიურად. ჩეჩელაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა კი ხელისფლების გადაწყვეტილებით დაიკეტა იმ მოტივით რომ ამორტიზებული და ექსპლოატაციიდან გამოსულია. იყო დაპირება რომ მოხდებოდა შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. დაპირების შესრულების ნაცვლად იყო მცდელობა შენობა გაყიდულიყო, რასაც მოყვა მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებელთა პროტესტი. რომელთა მონდომებით შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. დღემდე შენობა მიტოვებულია და აღსაზრდელები სწავლას კერძო სახლში განაგრძობენ. შენობა მიტოვებულია და აღდგენის ნაცვლად საბოლოო განადგურებისთვისაა განწირული. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის და მავნებლობის შედეგი. რომელიც ვერ უზრუნველყოფს სკოლამდელი ბავშვებისათვის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ჯეროვნად უზრუნველყოფას. ჩვენი გუნდი შეეცდება აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემა და აღსაზრდელებთან ერთად პედაგოგებისა და აღმზრდელების ყოფითი პრობლემები მოაგვაროს. ჩვენ ვგეგმავთ პერსონალის სახელფასო უზრუნველყოფის გაორმაგებასაც",- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:03 / 20.10.2020
"შენი იდეა, შენი ქალაქისათვის"-2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი
,, ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი
კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს
შეხვდა.
16:32 / 19.10.2020

,, ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა.

ტელეკომპანია ,,რიონის’’ სამ თანამშრომელს კორონა ვირუსი
დაუდასტურდა, რის გამოც ,,რიონის ეთერში დროებით ტელე-გადაცემები
შეჩერდა.
21:11 / 16.10.2020

ტელეკომპანია ,,რიონის’’ სამ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ,,რიონის ეთერში დროებით ტელე-გადაცემები შეჩერდა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 20 °C
img
ბათუმი 15 - 20 °C
img
სოხუმი 11 - 20 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 12 - 23 °C
img
მესტია 1 - 11 °C
img
ზუგდიდი 12 - 21 °C
img
ბორჯომი 8 - 17 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
"შენი იდეა, შენი ქალაქისათვის"-ქუთაისის მერიის კონკურსში 53 ინიციატივა დარეგისტრირდა
16:03 / 20.10.2020
"შენი იდეა, შენი ქალაქისათვის"-2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი
,,ჩემი საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა საჭიროებები წარმოადგენს''-ირაკლი კიკვაძე
16:32 / 19.10.2020

,, ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა.