,,ჩემი საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა საჭიროებები წარმოადგენს''-ირაკლი კიკვაძე

,, ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა ხელშემწყობი სერვისების შექმნა და გაუმჯობესება წარმოადგენს. ახალგაზრდა ლეიბორისტის თქმით, ქუთაისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებები მერიის მხრიდან გათვალისწინებული და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული იქნება.

 

,,შშმ პირების პრობლემა ჩემთვის უცხო არ არის, წლების განმავლობაში მიმუშავია მათთან. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ პრობლემებს სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოვაგვარებ. ყველა პრობლემის მოგვარებას მეტად ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ქალაქში დღემდე არ არის ადაპტირებული გარემო. ასევე პრობლემაა ის, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტში მატების ნაცვლად იკლებს საგანმანათლებლო, სპორტულ კულტურულ ნაწილში მათი პროგრამები. ამაზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მათი პროგრამების რაოდენობა გაიზრდება. ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამების შემუშავდება არა ერთი-ორი ჩინოვნიკის კაბინეტში, არამედ მრგვალი მაგიდის ფორმატში და შშმ პირები თავად დაწერენ იმას, რაც აწუხებთ,'' - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

,, ბატონმა ირაკლიმ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და მან დღეს თავისი ხედვები წარმოგვიდგინა. გვქონდა ძალიან თბილი საუბარი. ბატონი ირაკლის გარდა სხვა არცერთი კანდიდატი, არც მერობის და არც მაჟორიტარობის, არ შეგვხმიანებია. შშმ პირები უამრავ პრობლემას ვაწყდებით, მათ შორის ყველაზე მძიმე არაადაპტირებული გარემოა,'' - აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ, შშმ პირთა ფედერაცია ,, აღორძინება 2002''-ის თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი
10:25 / 30.11.2020
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი
აქცია გამართა.
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი
აქცია გამართა.
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
13:58 / 27.11.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 7 °C
img
ქუთაისი 6 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 16 °C
img
სოხუმი 6 - 14 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 2 - 7 °C
img
მესტია -8 - 3 °C
img
ზუგდიდი 4 - 15 °C
img
ბორჯომი -3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
პროტესტის 35-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობა დახმარებისთვის აშშ ელჩს მიმართავს
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

იმერეთში კორონავირუსის 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა
13:58 / 27.11.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში