“შენი იდეა, შენი ქალაქისათვის”-2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი

ბიუჯეტირების პროექტში განაცხადების რეგისტრაცია დასრულდა. მონაწილეობითი კენჭისყრის პლატფორმაზე დარეგისტრირდა 53 პროექტი.

პროექტების შეფასება უკვე დაიწყო, რის შემდეგაც 10 უმაღლესი შეფასების მქონე პროექტი გადავა კენჭისყრის რეჟიმზე და საბოლოო 3 გამარჯვებულს მოქალაქეები გამოავლენენ.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია ტარდება. გასულ წლებში რამდენიმე გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორის საპირფარეშოებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. 

მონაწილეები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს არეგისტრირებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *