“ევროპული საქართველო” ქუთაისში საავტომობილო

აქციას მართავს სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას”.

აქციის ფარგლებში, ავტომობილები წარწერით “დაუპიპინე ბიძინას” ქალაქის მასშტაბით სიგნალებით გადაადგილდებიან.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი სიგნალებით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს, რომ “მისი დრო ამოიწურა”.

პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მთავრობის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიცია აქციაზე სიგნალებით გამოხატონ.

“ჩვენ დღეს გავმართავთ ძალიან ხმაურიან ხალხმრავალ  აქციას თან მანქანებით ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს იქნება მთელი საქართველოს დასანახად ივანიშვილის მმართველობის დასასრულის სიგნალი,”-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ. 

აქცია მიმდინარეობს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. დღის ბოლოს კი თბილისში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *