,,დღეს მთავრობა ვითომ საერთაშორისო უნივერსიტეტს ხსნის, ნაცვლად იმისა, რომ 51 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გადასახადი გადაუხადოს, სტიპენდია მისცეს და საერთო საცხოვრებელი აუშენოს’’

– ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ქუთაისელებთან შეხვედრისას განაცხადა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ამ გზით ხელისუფლება ქუთაისელების მოტყუებას ცდილობს.

 

,,რა თქმა უნდა, ქუთაისში უნდა იყოს საერთაშორისო უნივერსიტეტებიც, მეცნიერებათა აკადემიაც; მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს ფილიალებიც, მაგრამ მათ პირველ რიგში,  ღირსეული, ანაზღაურებადი სამუშაო სჭირდებათ , რათა არ დადგნენ საქართველოდან წამსვლელთა რიგში. მთავრობა ხალხის ხარჯზე ცხოვრობს. უნდა დავასრულოთ ოლიგარქიულიი მმართველობა და ფულის შოვნის სექტორი ქართულ პოლიტიკაში, ’’-ამბობს შალვა ნათელაშვილი.

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ასევე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებზე და მრავალპარტიული მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,მიუხედავად იმისა, რომ წარსულში დაპირისპირებები გვქონდა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიები გავერთიანდით. ამის გამო ქუთაისში პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი არ წარვადგინეთ. ამ ნაბიჯზე იმიტომ წავედით , რომ დაგვემსხვრია ერთპარტიული მმართველობის მოდელი და მიგვეღო მრავალპარტიული მმართველობა. სწორედ, ეს არის დემოკრატია. ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას’’ მალე პოლიტიკურ საიქიოში გავისტუმრებთ,’’-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *