მეორე დღეა, დევნილები ქუთაისში ბინების განაწილებას

აპროტესტებენ. ისინი დევნილთა ქუთაისის სამმართველოსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია ბინას ელოდებიან, საცხოვრებელი ფართი არ მიუღიათ, ხოლო ისინი, ვინც ქრთამს იხდიან, ფართს ადვილად იღებენ. აქციის მონაწილეები დროულ რეაგირებას და ბინების გადაცემას ითხოვენ.

“თუ სადმე დარიგდა ბინები, კანონის უხეში დარღვევით. მე პირადად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ვცხოვრობ სასტუმრო “ზესხოში”, სადაც გვაწვიმს და გვათოვს. არ მოგვცეს ბინები, რადგან არ გვაქვს ფული, რომ მათ ქრთამის სახით მივცეთ,”-ამბობს აქციის მონაწილე, დავით ბენიძე.

დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში ამბობენ, რომ კომენტარს მოგვიანებით, კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *