“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო

საზოგადოებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში იმერეთის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. 

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები ფაქტად იმერეთიდან თერჯოლაში, ქუთაისსა და ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, საჩხერეში მომხდარი ფაქტები მოხვდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეფასდა ტყიბულში განვითარებული მოვლენები.

ორგანიზაციამ არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩათვალა ხარაგაულში მომხდარი ფაქტები.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა წყალტუბოსა და ქუთაისში მომხდარი მოვლენები.

იმერეთის მასშტაბით გამოვლინდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც. 

ორგანიზაციამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების მისამართით რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *