ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.



ანგარიშში იმერეთის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. ქუთაისში

 

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები გამოვლინდა.

 

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტად შეფასდა ქუთაისში,  ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა. ევროპული საქართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთარ კახიძის ოფისს უცნობმა პირმა აგური ესროლა და ბანერი დააზიანა, რასაც სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის გახსნის ცერემონიაზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის დასწრება. პარტია ,,ლელოს’’ ინფორმაციით, ,,ლელოს’’ წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც ის ფაქტი დაასახელა, რომ ღონისძიებაზე პრეზიდენტი იმყოფებოდა და გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ. ზაზა ლომინაძე კი ღონისძიებასაც დაესწრო და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.

 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის შემთხვევები ორგანიზაციამ თერჯოლაში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, საჩხერეში, წყალტუბოში, ხარაგაულში გამოავლინა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი
10:25 / 30.11.2020
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი
აქცია გამართა.
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი
აქცია გამართა.
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
13:58 / 27.11.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 7 °C
img
ქუთაისი 6 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 16 °C
img
სოხუმი 6 - 14 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 2 - 7 °C
img
მესტია -8 - 3 °C
img
ზუგდიდი 4 - 15 °C
img
ბორჯომი -3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
პროტესტის 35-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობა დახმარებისთვის აშშ ელჩს მიმართავს
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

იმერეთში კორონავირუსის 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა
13:58 / 27.11.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში